23:34 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 14:43:25, 1816 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოსთან „ნაცმოძრაობის“ წევრები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის საკრებულოსთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს, რასაც ხმაური მოჰყვა. მათ შენობაში შესვლის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ამასთან, „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, საკრებულოში მყოფი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შენობასთან სამართალდამცველების დასახმარებლად გადიან.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის": წევრმა ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, "უკანონობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა".

"არ უშვებენ პარლამენტის წევრებს საკრებულოში და ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. საკრებულო და მისი თავმჯდომარე ალიბეგაშვილი გადაიქცნენ უბრალოდ ივანიშვილის ჟანდარმებად. რატომ არის ამდენი პოლიციელი თავმოყრილი აქ?! რატომ არის სპეციალური დანიშნულების რაზმები აქ? მათ ერთი მიზანი აქვთ, რომ 1 ლარად გადასცენ საქართველოს ყველაზე მდიდარ მოქალაქეს იმ ხალხის ქონება, რომელიც გაღატაკებულია ამავე მოქალაქის მმართველობის გამო. სწორედ ამას აპროტესტებს ხალხი დღეს და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რეჟიმს", - განაცხადა წიკლაურმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics