02:44 - 05 Nov, 2026
|
2017-10-08 10:50:40, 1994 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე თბილისში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს შეხვდა და თბილისობა მიულოცა. სომეხი, აზერბაიჯანელი და ებრაელი ხალხის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კახა კალაძემ თბილისის განვითარების ხედვაზე ისაუბრა და მათ მოსაზრებებსაც გაეცნო. თბილისის მერობის კანდიდატი, ასევე სურბ ეჩმიაძინის ტაძარს და სინაგოგას ესტუმრა. „თბილისი სწორედ ამით გამოირჩევა ბევრი სხვა ქალაქისგან, რომ აქ ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები. აქ ეროვნებას არ ეკითხებიან ადამიანებს. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქალაქს“ - განაცხადა კახა კალაძემ. რამდენიმე დღის წინ თბილისის მერობის კანდიდატი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)