|
2017-10-07 09:38:28, 2116 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
„თბილისობასთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალა გორგასლის მოედანზე, ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე, მეტეხის ხიდიდან ჰეიდარ ალიევის სკვერამდე. „გადაიკეტა ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი, ხოლო მეტეხის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ევროპის მოედნამდე. მოძრაობა სრულად აიკრძალა მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. პანდუსიდან ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ორ რიგად იმოძრავებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით. მოძრაობა აიკრძალა გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით, ასევე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე - აბანოთუბნის მიმართულებით. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეუძლიათ ავლაბრის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე და მიმდებარე ქუჩებზე“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)