|
2017-10-06 13:01:30, 1922 ნახვა
საზოგადოება
„გამჭვირვალობა“: საკრებულომ მერიას საერთო ჯამში ეკლესიისთვის 183,414.00 კვ. მ. მიწის ფართობის გადაცემაზე მისცა თანხმობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას ანგარიშში აფასებს. ანგარიშს, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს, წარმოდგენილია ინფორმაცია საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, მათ შორის მუნიციპალური ქონების გადაცემის თაობაზე, საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირებზე, საკრებულოს წევრთა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე, საკრებულოს მიერ კონტროლის ფუნქციის განხორციელებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკრებულომ თბილისის მთავრობას 58 შემთხვევაში თანხმობა მისცა ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემის თაობაზე. ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ საანაგარიშო პერიოდში საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ თბილისის მერიას ეკლესიისთვის საერთო ჯამში 183,414.00 კვ.მ. მიწის ფართობის გადაცემაზე. საპრივატიზაციო პირობა უმეტეს შემთხვევაში არის ეკლესიის აშენება, ასევე სკვერის მოწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, გამწვანება და კეთილმოწყობა. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას. უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაეცა - 28 შემთხვევაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად „საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროაქტიულად არ ქვეყნდება (მათ შორის, კონტროლის მიზნით ანგარიშვალდებული პირებისათვის გაგზავნილი შეკითხვები). ცალკეული კომპონენტების (წარდგენილი ინიციატივები; სიტყვით გამოსვლის, სხდომებში მონაწილეობის სტატისტიკა) მიხედვით საკრებულოს წევრთა შეფასება შეუძლებელი გახდა, რადგან საკრებულომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა. გაუმჯობესებას საჭიროებს საკრებულოს მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება. ოპოზიციის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის წარდგენის მიზნით დედაქალაქის მერი არ წარსდგა საკრებულოს წინაშე. მნიშვნელოვანია მომდევნო მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მათ შორის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, იყოს უფრო ღია, გამჭვირვალე და დასაბუთებული, ხოლო საკრებულო მეტად ეფექტურად იყენებდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ კონტროლის მექანიზმებს. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ და ასევე საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)