00:52 - 05 Nov, 2026
|
2017-10-03 14:00:19, 1934 ნახვა
საზოგადოება
წერეთლის გამზირის N63-ში სპორტული მოედანი გაკეთდება
წერეთლის გამზირის N63-ში მდებარე სპორტული მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი და ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი და წერეთლის გამზირის მცხოვრებლები ესწრებოდნენ. მათივე ცნობით, ირმა ზავრადაშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატთან და მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო და მემორანდუმს ხელი მოაწერა. საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია მავთულბადით შემოიღობება, დამონტაჟდება გარე განათების ბოძები, კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)