20:42 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 16:57:10, 1681 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით,  პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის.

უწყების ცნობით, კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

კულინარიის კურსს პროფესიული კოლეჯი "იკაროსი", აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. სწავლებას ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება.

პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ რუდი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორი მაიკლ მაკმენი დაესწრნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა აშშ-ს საელჩოსა და INL-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და კულინარიის პროფესიული პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი უწყების პრიორიტეტად კვლავ რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამუშაო კერების შექმნა. N16 დაწესებულებაში მეორედ გავხსენით კულინარიის შემსწავლელი კურსი. პირველ ეტაპზეც 20-მდე მსჯავრდებულმა წარმატებით დახურა კურსი. კონკრეტული პროფესიის შესწავლა გათავისუფლების შემდეგ ყოფილ მსჯავრდებულებს სამსახურის მოძების პროცესს უმარტივებს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ხელმეორედ დანაშაულის ჩადენის რისკს,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ რუდიმა, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„უკვე ხუთი წელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების რეფორმას. კულინარიის ხელოვნების შემსწავლელი კურსები ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც მსჯავრდებულებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ამერიკის ელჩმა ყოფილი მსჯავრდებული და ამ პროგრამის კურსდამთავრებული ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში დასაქმებული იხილა. ეს თავისთავად პროგრამის წარმატებაზე მიუთითებს,“ - აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.

კულინარიის კურსს ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება, რომელიც მსჯავრდებულებს სხვადასხვა კერძის მომზადებას, სამზარეულოში მუშაობის უნარ-ჩვევებსა და სპეციფიკას შეასწავლის. კურსის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სწავლების პროცესი N16 დაწესებულებაში მოწყობილ სპეციალურ სივრცეში წარიმართება, რომელიც აშშ-ს საელჩოსა და INL-ის მხარდაჭერით სამზარეულოს უახლესი ინვენტარით და ტექნიკითაა აღჭურვილი.

კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მეორედ გაიხსნა. გასულ წელს N16 დაწესებულების 19-მა მსჯავრდებულმა სწავლება წარმატებით დაასრულა და დაწესებულების დატოვების შემდეგ დასაქმების პრეცედენტიც შეიქმნა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics