23:56 - 04 Nov, 2026
|
2017-10-02 16:37:37, 2190 ნახვა
საზოგადოება
ნიკა მელიას ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე ნაცემია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი ნაცემია. „აქციის რამდენიმე მონაწილე არის მძიმედ ნაცემი. მივმართავ თბილისელებს, მზად ვარ დავტოვო მანდატი ხვალვე და ვიბრძოლო როგორც თბილისელმა. ეს ქალაქი ყველასია და ეს პროტესტი გაგრძელდება“, - აღნიშნა მელიამ. ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა მერიაში შესვლა სცადეს, მათ კი ამის საშუალება დაცვის სამსახურმა არ მისცა. აღნიშნულის გამო, მერიასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)