|
2017-10-02 15:51:29, 1568 ნახვა
საზოგადოება
Check in Georgia-ს ფარგლებში თბილისში ორი უნიკალური გამოფენა გაიმართება
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენები საერთო სახელწოდებით "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება. დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მაია გიორგაძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ. მაია გიორგაძის შეფასებით, პროექტ check in Georgia”-ს ფარგლებში 2017 წელს არა ერთი მუსიკალური, სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდა. ამჯერად კი ორი უნიკალური გამოფენა იმართება, რომელიც ასევე აბრეშუმის გზის ფორუმს ემთხვევა. ,,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოფენას დაესწრება იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც ჩამოდის 35 უმსხვილეს იტალიური კომპანიის წარმომადგენელთან ერთად. გაიმართება ბიზნესფორუმი და ორმხრივი შეხვედრები ქართულ და იტალიურ ბიზნესწრეებს შორის, რაც უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“ განაცხადა მაია გიორგაძემ. გამოფენები, რომელთა კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო (ICE); საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და პროექტი Check-in-Georgia.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)