|
2017-10-02 14:28:23, 2207 ნახვა
საზოგადოება
„ეს არის სანოტარო ბიურო, აქ ჩემ ადგილს ვერ ვხედავ“ - ალეკო ელისაშვილმა საკრებულო დატოვა
მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულო დატოვა, - ამის შესახებ უკვე ყოფილმა დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, არამედ ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო. " მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. საკრებულო ხალხის ინტერესებს უნდა იცავდეს და გადაწყვეტილებების მიღება ცემა-ტყეპის ფონზე არ უნდა ხდებოდეს. შესაბამისად აქ ჩემ ადგილს ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ ეს იყო სანოტარო ბიურო, რომელიც ძალადობის ქვეშაა. 3 კვირა ხალხის სამსახურში ყოფნას ვინმე მოახერხებს? რეალურად ისინი იბრძვიან მეორე ადგილისთვის და მე მეორე ადგილისთვის არ ვიბრძვი. 3 კვირით დარჩენა, გულისხმობს იმას, რომ "გაუპრავებენ" ბიძინა ივანიშვილს იმ ყველაფერს, რაც მოხდა 29 სექტემბერს", - განაცხადა ელისაშვილმა. მან ასევე ოპოზიციის სხვა წევრებს მოუწოდა, დეპუტატის მანდატზე უარი თქვან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)