|
2017-10-02 12:11:41, 1937 ნახვა
საზოგადოება
ნინო ლომჯარიამ გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობა დატოვა
ნინო ლომჯარიამ გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობა დატოვა. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, მზად არის ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზება მიიღოს. „მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება მომანიჭა, ყველა პროფესიონალის, ვისთანაც ვმუშაობდი, საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების... ამაყი ვარ იმ მიღწევებით, რასაც ჩემი 10 თვიანი მუშაობის პერიოდში მივაღწიეთ ერთად! მჯერა, რომ ვიმუშავე ყველაზე პროგრესირებად და თანამედროვე საჯარო სამსახურში საქართველოში! რაც შეეხება ჩემ მომავალ გეგმებს, იმედია მომეცემა შესაძლებლობა ვიმუშაო აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მზად ვარ ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზება განვიხილო“,-წერს ლომჯარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)