|
2017-09-30 16:54:13, 2182 ნახვა
საზოგადოება
„ევროპული საქართველო“ ხვალ პუშკინის სკვერში აქციას გამართავს
„ევროპული საქართველო“ ხვალ, 1 ოქტომბერს, პუშკინის სკვერში საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ თაბორის მთაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენ ვიმყოფებით თაბორის მთაზე, რომელიც ეკუთვნის თითოეულ თბილისელს. დღეს ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, მაგრამ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუნდა თავის ეზო გაიფართოვოს, საკრებულომ მისი და კახა კალაძის მორჩილებით, დაუშვა ის, რომ აქ დაიწყოს მშენებლობები და ძალიან მალე სიმბოლურ ფასად აპირებენ ივანიშვილისთვის გადაცემას. ქალაქის შუაგულში ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თავისი სასტუმროსთვის 1900 კვადრატულ მეტრზე პარკინგი მოაწყოს და მოითხოვა, ეს ტერიტორია 1 ლარად გადასცეს ქალაქმა. არ გვაქვს უფლება ამას შევეგუოთ. "ევროპული საქართველო" მოუწოდებს ყველას, ხვალ, 18:00 საათზე შევიკრიბოთ პუშკინის სკვერში და გავაპროტესტოთ ეს უკანონობა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)