|
2017-09-29 15:02:48, 1970 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება
თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატები და მათი მხარდამჭერები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხის განხილვას აპროტესტებენ. ისინი საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევენ. დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვაა დაგეგმილი. კომპანია ითხოვს, რომ მიწი ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცეს და სანაცვლოდ ადგილზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ასევე მოაწყობს რამდენიმე დონიან მიწისქვეშა პარკინგს. „ეს მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა არა საზოგადოებისთვის, არამედ ერთი კონკრეტული სასტუმროს კლიენტებისთვის. ამაში ფულის გადახდაც არ უნდა ამ ადამიანს, რომ შეისყიდოს და თბილისის ბიუჯეტში ფული შეიტანოს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა და საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვა. ვითარების გასანეიტრალებლად სხდომაზე დაცვის სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)