|
2017-09-28 18:00:32, 1974 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილების საიდენტიფიკაციო სამაჯურებით სამშობიაროების მომარაგებას აგრძელებს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე „ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს“ ესტუმრნენ და ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცეს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს, და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთა საიდენტიფიკაციო სამაჯურებს. სამაჯურების დამზადება 29 600 ლარი დაჯდა. ერთი სამაჯურის ღირებულება 37 თეთრით განისაზღვრა. "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ბავშვი იბადება. ამ სამაჯურების დახმარებით მოხდება ახალბედა მშობლების ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველ სამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე. სწორედ ამიტომ დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საიდენტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ 25 000-ზე მეტი სამაჯური უკვე დარიგებულია საქართველოს რეგიონების სამშობიარო სახლებში, მათ შორის, ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, ოზურგეთის, სენაკის, ქუთაისისა და თელავის სამშობიარო სახლებში, თბილისის „იმედის,“ „გაგუას“, „ჩაჩავას“ და „ჰერას“ კლინიკებში. დღეს საიდენტიფიკაციო სამაჯურები „ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის“ პატარებმაც მიიღეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს მომავალშიც მოამარაგებს", - აცხადებენ სააგენტოში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)