|
2017-09-28 13:33:13, 1924 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ლიტვის გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გრძელდება. დღეს, ლევან იზორიასა და ქართული დელეგაციის წევრებს ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვიტალიუს ვაიკშნორასმა უმასპინძლა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლიტვის გამოცდილების გაზიარებაზე თავდაცვის ეროვნული გეგმის მომზადების პროცესში. ლიტვის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებს. ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვაიკშნორასი საქართველოში ვიზიტს მომავალ კვირას გეგმავს. ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ლევან იზორიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში".
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)