|
2017-09-28 11:54:24, 2180 ნახვა
საზოგადოება
1 ოქტომბერს თბილისის მერიის თასის ფინალი გაიმართება
კვირას, 1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო მოედნის სათადარიგო სტადიონზე თბილისის მერიის თასის ფინალი გაიმართება. მერიის თასის გათამაშებაში თბილისის ლიგის უმაღლესი და პირველი ლიგების 30 გუნდი იღებდა მონაწილეობას და ორი ფინალისტი გუნდი ოლიმპიური სისტემით გამოვლინდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს სამოყვარულო საფეხბურთო კლუბები "ნახალოვკა" და "35-ე თბილისი" დაუპირისპირდებიან. დასწრება თავისუფალია. „თბილისის მერიის თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)