|
2017-09-27 14:54:25, 2202 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთში 2018 წლის ივნისიდან ქალებს ავტომობილის ტარების უფლება ექნებათ
საუდის არაბეთში 2018 წლის ივნისიდან ქალებს ავტომობილის ტარების უფლება ექნებათ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ქვეყნის მეფემ გამოსცა. აღსანიშნავია, რომ დღემდე საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ქალებს ავტომობილის ტარების უფლება არ ჰქონდათ. ქალები, რომლებიც ცდილობდნენ ამ უფლების მოპოვებას ხშირ შემთხვევებში აპატიმრებდნენ. მეფის განკარგულებით, ავტომობილის მართვის უფლების მოპოვება ქალებსა და კაცებს ერთნაირ პირობებში მოუწევთ. მედიის ცნობით, საუდის არაბეთში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც საგარეო საქმეთა, ფინანსთა, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრები შევლენ და მეფის გადაწყვეტილების ფაქტობრივ შესრულებას შეუდგებიან. მეფის დადგენილებით განკარგულება ძალაში 2018 წლის ივნის უნდა შევიდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)