18:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 12:57:55, 2726 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული  მამაცობისთვის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის ქალაქ სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენი პოლკოვნიკ გაბესკირიას  ოჯახს  გადასცა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, 27 სექტემბერი არის ქვეყნისთვის უდიდესი ტკივილი, რადგან უამრავმა ქართველმა სამშობლოს თავი შესწირა.

„დღეს ჩვენი ეროვნული გლოვისა და დიდი ტრაგედიის დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. მაშინ არაერთმა ქართველმა გმირმა შესწირა თავისი სიცოცხლე სამშობლოს დაცვას, მათ შორის 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოექცა და დახვრეტილ იქნა მტრების მიერ. როდესაც მას დაჩოქება უბრძანეს, უთხრა რომ ამას არასდროს იზამდა. ასე წელგამართული შეეგება სიკვდილს. დღეს ამ ადამიანის ღვაწლს გამოვყოფ, სოხუმის მერის პოლკოვნიკ ზურაბ გაბესკირიას ხსოვნას აღვნიშნავთ და იმ ტკივილთან ერთად, რომელიც ყველას გვაერთიანებს, გვაერთიანებს სიამაყეც და ზეიმიც მისი უტეხი სულისა. დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ ჩენი სამშობლოს უმაღლესი ჯილდოთი, ეროვნული გმირის წოდებით ამ ადამიანს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 1993 წლის 27 სექტემბერს  აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმისას სეპარატისტებმა ქალაქის მერი პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია, ჟიული შარტავასთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics