|
2026-11-04 20:57:07, 411 ნახვა
პოლიტიკა
ელჩი ჰერჩინსკი კობახიძეს: რას ელით, რომ „დიპ სტეიტზე“ გაგვიმართავთ დებატებს?
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ კარგი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებები ევროკავშირთან დიალოგის სურვილის შესახებ, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგს შინაარსი გამოაცალა. 4 ნოემბერს, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მან თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა: „გუშინ „ევრონიუსის“ ეთერში ირაკლი კობახიძის მოსმენისას დადებითად მომეჩვენა ის ფაქტი, რომ იგი მუდმივად ახსენებდა: „დიალოგი, დიალოგი, დიალოგი“. ევროკავშირის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დიალოგს. პრობლემა ისაა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მმართველმა პარტიამ ეს დიალოგი ყოველგვარი შინაარსისგან დააცარიელა“.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)