21:33 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 10:10:59, 2266 ნახვა

საზოგადოება
დღეს ჯვართამაღლებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.

ჯვართამაღლების წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა.

 ამათგან უფრო მიღებულის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი.

ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.

ჯვართამაღლების დღესასწაული ორ დღეს მოიცავს: „წინადღე პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა“ – როდესაც დაწესებულია მკაცრი მარხვა (26 სექტემბერი) და „მსოფლიო ამაღლება პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარისა“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
პაველ ჰერჩინსკი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, ევროპული საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნებოდა
ელჩი ჰერჩინსკი კობახიძეს: რას ელით, რომ „დიპ სტეიტზე“ გაგვიმართავთ დებატებს?
საგარეო გაფართოების ანგარიშზე - ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics