|
2017-09-26 14:42:48, 1867 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებას დაესწრო
„დღევანდელ შეკრებას ჩვენი ქვეყნის 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ახალგაზრდა ფერმერი ესწრება, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს მიერ დასახული მიზანი, აგრარული დარგი ყოფილიყო მიმზიდველი ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რომ დაწყებული იმ პოტენციალის ათვისება, რაც ქვეყანაში არსებობს, მიღწეულია“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ფერმერთა სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. შეხვედრაზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ოთხი პროექტი - ფერმერთა სათათბირო, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია „აგრონავტი“ და ახალი სახელმძღვანელო „გზა ფერმერობისკენ“ - გააცნო დამსწრე საზოგადოებას. აღინიშნა, რომ ფერმერთა სათათბიროს შექმნის უმთავრესი მიზანი საკანონმდებლო პროცესებში ფერმერთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფაა. „სათათბირო, რომელიც დღეიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, იქნება კიდევ ერთი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება აზრთა გაზიარება, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა, საჭიროებების იდენტიფიცირება,... სათათბირო დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტად იყოს სახელმწიფო პროექტები მორგებული ფერმერსა და მეწარმეზე“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბების პროცესში ფერმერებისთვის შესაბამისი ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ სულ უფრო მეტი ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. არაერთი გარემოების (კლიმატი, საერთაშორისო ფისკალური პოლიტიკა, საერთაშორისო ბაზრების კონიუნქტურა...) გამო, აგრარული დარგი სულ უფრო ხშირად დგას გამოწვევების წინაშე, რასთანაც გამკლავება მხოლოდ შესაბამისი ცოდნით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერებს სახელმძღვანელოს შექმნისთვის გაწეული სამუშაოსთვის. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ფერმერთა ასოციაციას და შეკრებილ ფერმერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით სათათბიროს დაფუძნება მიულოცა და წარმატება უსურვა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)