|
2017-09-26 14:33:50, 1942 ნახვა
საზოგადოება
„ექსპო ჯორჯიაში“ კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება „ჩემი დიდუბე“ გაიმართა
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება „ჩემი დიდუბე“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ყვავილების გამოფენა -გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთებისა და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. გაიმართა კონცერტი საბავშვო მუსიკალური სტუდია „ნერგების“, „მართვეს“,ქალთა ტრიო - „ივერიონისა“ და ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით. ასევე წარმოდგენილი იყო სტუდია - „ვერნისაჟის“ მოცეკვავეების, ცეცხლისა და დრამერების შოუ. პროექტის ფარგლებში - „ჩემი დიდუბე“, დიდუბის რაიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა საზოგადოებას გააცნეს დიდუბის რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არქიტექტურული შენობების ისტორია. დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ სოლისტ ივანე ჩხაიძეს, მძლეოსან რობერტ შავლაყაძესა და მხატვარ ავთო მოსიაშვილს „საამაყო დიდუბელის“ ტიტული მიენიჭათ. ღონისძიება ბენდების „მიქსტურა“ და “Sinners-ის კონცერტით დასრულდა.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)