|
2017-09-26 13:46:30, 1964 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე ბარამიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების სია მიღებული იქნება
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სია, სტრასბურგის სასმართლოს მოსამართლეთა ამრჩევი კომიტეტის მიერ მიღებული იქნება: „დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი კანდიდატი იქნება არჩეული, მე ყველას ვუსურვებ წარმატებას“,-აღნიშნა ბარამიძემ. ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავას კომიტეტის წევრები 29 სექტემბერს გაესაუბრებიან. გასაუბრება სამეტაპიანი კონკურსის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, რომლის შედეგადაც, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსაგზავნი მოსამართლის სამი კანდიდატურა წარადგინა. კანდიდატები დადებითად შეფასდნენ ევროსაბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის მიერ. ამით საქართველოში შიდა შესარჩევი პროცედურები დასრულდა. კონკურსის მეორე ეტაპზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის წევრები გასაუბრებისას ერთ ან ორ კანდიდატს შეარჩევენ. კომიტეტის წევრების მიერ შერჩეულ კანდიდატებს ან კანდიდატს მესამე ეტაპზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს, რის შემდეგაც საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოდან 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)