14:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 15:40:30, 2237 ნახვა

მსოფლიო
საყვარელიძის განცხადებით, პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს

უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს, - ამის შესახებ უკრაინული პარტია "აზალი ძალების" წევრი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, მას გული შესტკივა ქვეყანაზე, რომელსაც კლინიკური პარანოიით დაავადებული ადამიანი მართავს.

"სულ ახლახანს მივიღე არაოფიციალური და ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას მე და კიდევ რამდენიმე მისადმი არალოიალურ პირს, ვისაც 2 წლის წინ ეს მოქალაქეობა მანვე მოგვანიჭა. მე ძალიან მაშინებს ჩვენი ქვეყნის ბედი, რომელსაც კლინიკური პარანოიით დაავადებული ადამიანი მართავს. ეს ადამიანი მთავარსარდალიც, კონსტიტუციის გარანტიც და ომის მონაწილე ქვეყნის ლიდერიცაა. არ დაგიმალავთ, ველოდებოდი მოვლენების ასეთ განვითარებას, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, რომ პოროშენკო საკუთარი იმიჯისა და რეპუტაციისთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ადამიანის სახელმწიფოსთან დამაკავშირებელი ყველაზე მთავარი სიმბოლოს - პასპორტისა და მოქალაქეობის ფეხქვეშ გათელვა ძალიან ცუდი საქციელია. მოექცე მას ისე თითქოს ის შოკოლადის ფაბრიკა "როშენის" პროდუქტი იყოს - ძალიან მდაბიო საქციელია.  ეს არ შეშვენის არც მამაკაცს, არც პრეზიდენტს და არც მთავარსარდალს. ვიდრე ხელისუფლებაში ღირსეული ხალხი არ მოვა და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ შეიქმნება, მე იძულებული ვიქნები მოქალაქეობის აღდგენისთვის ახლანდელ ფსევდოდემოკრატიულ სასამართლოებში ვიბრძოლო. ვრჩები Facebook-ის მსოფლიო მოქალაქედ", - წერს საყვარელიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics