|
2017-09-25 15:04:32, 1810 ნახვა
საზოგადოება
ოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა
ოზურგეთში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვლობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოფისი გაიხსნა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ ოფისში პირობით მსჯავდებულებთან ინდივიდუალური მუშაობისათვის ყველა პირობაა შექმნილი. უწყების ინფორმაციით, ახალი კონცეფციის ოფისი, ასევე, იძლევა ჯგუფური თერაპიის განხორციელების შესაძლებლობას. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ამ ტიპის ოფისებში პრობაციონერებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეასწავლიან. ახალგახსნილი ოფისი, რომელიც ოზურგეთის ცენტრშია განთავსებული, ხელსაყრელია პრობაციონერთა რეგისტრაციის გავლისთვის. ოფისში ფუნქციონირებს ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. ახალი კონცეფციის ოფისში კომფორტული გარემოა შექმნილი სხვადასხვა სერვისის მისაღებად. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, ახალი კონცეფციის ოფისის ოზურგეთში გახსნა ძალზედ მნიშვნელოვანია და ის ეტაპობრივად თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება. „აუცილებელია, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ, ყველა ნორმით და სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურება შევთავაზოთ. ოზურგეთის რეგიონულ ოფისში ყველა პირობაა შექმნილი მსჯავრდებულთა მისაღებად და სარეაბილიტაციო პროგრამების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ რეაბილიტაცია/რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამას ხელს შეუწყობს და სხვა რეგიონებშიც გაარძელებს ახალი ოფისების გახსნას“- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზაზა გრიგოლიას განცხადებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამასთან, ახალი ოფისი უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირობით მსჯავრებულთა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციაა.
სამინისტრო, ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. გურიის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე 584 პირობითი მსჯავრდებული იმყოფება, ბიუროში 6 თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც დღეიდან სრულყოფილად აღჭურვილ, კომფორტულ გარემოში იმუშავებენ. ახალი კონცეფციის, სპეციალურად პრობაციის ბიუროებისათვის შექმნილი დიზაინით მოწყობილი ოფისები ყველა რეგიონში გაიხსნება. ოფისის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია და გურიის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)