|
2017-09-25 12:57:01, 2241 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველი დემირელის სახელობის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე დევნილთა სამინისტრომ ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის შედეგადაც, მიღებული გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია. „2017 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე სამინისტრომ ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის შედეგადაც, მიღებული გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია. სამინისტრომ სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, თავად აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები და ა. შ. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წარმოშობის ქვეყნის (მოცემულ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის) შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უნდა შეუპირისპირდეს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სამინისტროსათვის მიწოდებული მონაცემები. საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც დღის წესრიგში დგება მისი ბათილობის საკითხი“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)