16:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 18:51:00, 2630 ნახვა

საზოგადოება
ნინო სურგულაძე: ზურაბ სოტკილავა პატრიოტიზმის და ადამიანობის მაგალითია

ზურაბ სოტკილავას გარდაცვალება სრულიად საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია, - ამის შესახებ საოპერო მომღერალმა, ნინო სურგულაძემ განაცხადა.

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, სოტკილავა პატრიოტიზმის და ადამიანობის მაგალითია.

„პირადად მე მაქვს ძალიან ბედნიერი მოგონებები მასთან დაკავშირებით. ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, სოტკილავა არის პატრიოტიზმის და ადამიანობის მაგალითი. არ მეგულება ადამიანი არც საქართველოში და არც მის გარეთ, ვისაც სოტკილავა არ უყვარდა. ყველა განიცდის ამ დანაკლისს. მქონდა პატივი, მასთან ერთად მემღერა. სულ ახლახანს ერთად საქველმოქმედო კონცერტზე ვიმღერეთ.  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დიდი ბოძი წაიქცა, ქართული ხელოვნების და ადამიანობის მაგალითი“, - აღნიშნა სურგულაძემ.

ამასთან, იგი  საოპერო მომღერალ ცისანა ტატიშვილის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა:

„შევიტყვე ქალბატონი ცისანას გარდაცვალების შესახებ. ამ ორი დიდი, ბუმბერაზი ადამიანის დაკარგვა ძალიან დიდი ტკივილია. ისინი ხელიდან გამოგვეცალნენ“, - განაცხადა სურგულაძემ.

ცნობისთვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics