16:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 16:46:12, 1925 ნახვა

საზოგადოება
ლატვიის იუსტიციის მინისტრმა მედიაციის სახლი დაათვალიერა

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია, პროექტები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის − ეს იმ თემების ნაწილია, რომლებსაც ლატვიის დელეგაცია იუსტიციის მინისტრ ძინტარს რასნაჩის ხელმძღვანელობით დღეს გაეცნო.

სტუმრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ეწვივნენ და მედიაციის სახლი დაათვალიერეს. დელეგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ უმასპინძლეს.

ცენტრის ინფორმაციით, ლატვიელი სტუმრები იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შექმნილი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობითა და არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამით დაინტერესდნენ; განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა მიზნად ისახავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას საქართველოში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 21 წლამდე ასაკის 2323 პირი განერიდა სასჯელს. სტუმრებმა განსაკუთრებული ინტერესი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის მიმართ გამოხატეს, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამა ბენეფიციარს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, რომლის მიზანი სახელმწიფოს მხრიდან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. პროგრამით 2 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

შეხვედრის დასასრულს ლატვიის დელეგაციამ მედიაციის სახლში გამოფენილი მიუსაფარი მოზარდების მიერ გადაღებული ფოტოები დაათვალიერა. ფოტოგამოფენამ სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა და იუსტიციის მინისტრ ძინტარს რასნაჩის ერთ-ერთი ფოტო საჩუქრად გადაეცა.

ლატვიის დელეგაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 21 სექტემბერს ესტუმრა. დელეგაციის წევრებს შორის არიან ლატვიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სტრუქტურების წარმომადგენლები. სტუმრებმა პირველი შეხვედრა იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ბარამიძესთან გუშინ გამართეს და ისაუბრეს თემებზე - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისათვის; მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად; სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატები სასამართლოში ბიზნესის ხელშესაწყობად და სასამართლოს განსატვირთად; ანტიკორუფციული პოლიტიკა და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებული რეფორმები, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელთა შედეგად საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელიც ქვეყანას „OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ექნება.

ლატვიის დელეგაცია საქართველოს დღესვე დატოვებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics