|
2017-09-21 15:13:44, 2326 ნახვა
საზოგადოება
ხვალ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „თბილისი-ურბანული ცვლილებები“ გაიმართება
„თბილისი - ურბანული ცვლილებები" მეოცე საუკუნეში თბილისში მიმდინარე განაშენიანების პროცესების მთავარ მომენტებს მიმოიხილავს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქალაქის ურბანული სახეცვლილების ამსახველი ვიზუალური მასალა, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის კინო ფოტო დოკუმენტების ცენტრალურ არქივშია შემონახული, დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს იმოგზაუროს წარსულში და დაინახოს, როგორ იცვლებოდა საქართველოს დედაქალაქის გარეგნული იერსახე ათწლეულების განმავლობაში. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა თბილისის იმ ობიექტების ილუსტრაციას გვთავაზობს, რომლებიც ან არ შემორჩა, ან მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა. ფოტოების ანოტაციაში შენარჩუნებულია ადგილმდებარეობებისა თუ დაწესებულებების ძველი სახელწოდებები, ასევე მოცემულია მათი თანამედროვე დასახელება. დასათაურებებში არსებული ცვლილებები, პოლიტიკური იდეოლოგიების მონაცვლეობის პარალელურად ქალაქის ურბანულ ტრანსფორმაციაზე მეტყველებს. გამოფენა აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ფოტოგრაფია ვიზუალური მეხსიერების შენარჩუნებისა და განახლების პროცესში, როგორ შეიძლება ის იქცეს ქალაქის ისტორიის გააზრების სტიმულად. ექსპოზიციაში ასევე ჩართულია თბილისის გეგმებისა და რუკების ორიგინალები. (NS)
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)