12:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 19:59:04, 2640 ნახვა

მსოფლიო
ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკში 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკის რესპუბლიკაში 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 250 კილომეტრ საათს აღწევს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რუზველტ სკერიტის განცხადებით, თითქმის ყველას სახლის სახურავი ახდილია, მათ შორის მისი რეზიდენციის სახურავიც.

მედიის ცნობით, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი "მარია" ახლა ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

„მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს.

ცნობისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში ამერიკასა და კარიბის აუზის კუნძულებს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. პირველი ქარიშხალი "ჰარვი" ტეხასსა და ლუიზიანაში მძვინვარებდა, მას მოჰყვა ქარიშხალი "ირმა" და "ხოსე". სამივე ქარიშხალი 5 კატეგორიამდე იყო ასული. პრობლემები შექმნა ქარიშხალმა "კატიამ". სტიქიების შედეგად გაჩენილი ზარალი ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ასობით ათაში კი, უსახლკაროდ დარჩა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics