19:23 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 11:24:04, 2221 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: ჩავალთ კიევში და მთავრობას მოვთხოვთ, ხალხის აზრი გაითვალისწინოს

„ჩავალთ კიევში, სადაც მთავრობას მოვთხოვთ, რომ ხალხი აზრი გაითვალისწინოს“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-ს  განუცხადა.

ყოფილი გუბერნატორის თქმით, ის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც მან აღნიშნა, შემდეგი მიტინგი ქალაქ დნეპრში გაიმართება.

„სასამართლო პროცესზე პირადად მოვედი, თუმცა შემეძლო ადვოკატი გამომეგზავნა, რადგან მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა მემუქრება. მაგრამ, მე მოვედი, რათა მენახა თუ რა მოხდებოდა, ჩემს ადგილზე რიგითი უკრაინელი რომ ყოფილიყო. სასამართლო უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთას გვედავება. პოლონეთის მხარემ კი, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩვენ გავიარეთ საპასპორტო კონტროლი პოლონეთის მხარეს და უკრაინის ტერიტორიაზე აბსოლუტურად კანონიერად გადავედით. შესაბამისად, ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით და ჩვენს მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება სრული აბსურდია“,-აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics