|
2017-09-18 15:32:47, 2102 ნახვა
მსოფლიო
ნიკი ჰეილი: თუ აშშ-ს საკუთარი თავის და მოკავშირეების დაცვა დასჭირდება, ფხენიანი განადგურდება
ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამერიკას ჩრდილოეთ კორეის განადგურება შეუძლია, - ამის შესახებ CNN იუწყება. როგორც ჰეილიმ განმარტა, ოფიციალურმა ფხენიანმა ამერიკასა და მის მოკავშირეებს საფრთხე არ უნდა შეუქმნას. "თუ ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს უგუნურ ქმედებას, თუ აშშ-ს საკუთარი თავის და მოკავშირეების დაცვა დასჭირდება, ფხენიანი განადგურდება"- განაცხადა ჰეილიმ. ამასთან, მისივე თქმით, ამერიკულ მხარეს სურს პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და ყველა დიპლომატიური ხერხი გამოიყენოს. "თუ ეს არ მუშაობს, აშშ-ს თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ამაზე იზრუნებს", - დასძინა დიპლომატმა. შეგახსენებთ, რომ ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა 15 სექტემბერს გამოსცადა. მეორე დღეს კი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ფხენიანი მალე ბირთულ ძალებს შექმნის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)