2017-09-16 14:46:25, 2454 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს
ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 18 წლის მამაკაცი კენტის საგრაფოში დააკავეს. მისი ვინაობა ჯერჯეორბით არ დასახელებულა.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი ქალაქ დუვრის განყოფილებაში იმყოფება, მოგვიანებთ კი, ლონდონში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, პოლიეთილენის პარკში შეფუთული პლასტმასის სათლი აფეთქდა. ქვეყანაში საფრთხის დონე კრიტიკულამდე აიწია.
ავტორი: ,