13:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 11:40:42, 2222 ნახვა

მსოფლიო
სასამართლომ დავით საყვარელიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ, უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" წევრს, დავით საყვარელიძეს აღკვეთის ღონისძიება არ დაუწესა, - ამის შესახებ საყვარელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც საყვარელიძე წერს, ის ბოლომდე ბრძოლას აპირებს და დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

"სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა. ალბათ, სასამართლო ხვდებაა, იმას რომ ჩემთვის გადაცემული ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი, ისევე როგორც მთლიანად ეს საქმე, ფუჭი და საფუძველს მოკლებულია. ასევე, მინდა ყველა დეპუტატს, ვინც ჩამოვიდა და გვერდში დამიდგა, მადლობა გადავუხადო. მინდა მადლობა გადავუხადო მოსამართლესაც, დარწმუნებული ვარ, რომ მასზე საქმიდან გამომდინარე ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა მან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ყველა ჩვენი თანამოაზრე გათავისუფლებული არ იქნება და სანამ არ გავიმარჯვებთ", - წერს დავით საყვარელიძე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics