13:19 - 15 Apr, 2026
|
2017-09-16 00:57:18, 2240 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფრთხის დონის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულამდე გაზარდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის მასშტაბით საფრთხის დონის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულამდე გაზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერეზა მეიმ შესაბამისი გადაწყვეტილება ლონდონის მეტროსადგურში მომხდარი აფეთქების შემდეგ მიიღო. როგორც ქვეყნის პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო დღეების განმავლობაში ქალაქის ქუჩებში შეირაღებული პოლიციელები და სამხედროები გამოჩნდებიან. "ამ დროისთვის, დაცვითი მოვალეობის შესასრულებლად პოლიციის ოფიცრებს სამხედრო პერსონალი ჩაანაცვლებს. ეს გარკვეულ დაცულ ადგილებში მოხდება, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება" - განაცხადა ტერეზ მეიმ. ცნობისთვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)