13:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 17:22:48, 2110 ნახვა

მსოფლიო
ლვოვის სასამართლოში სააკაშვილის საქმის განხილვა მოსამართლეების არყოფნის გამო, შესაძლოა, რამდენიმე კვირით გადაიდოს

ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულ სასამართლოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმი გადაიგზავნა, მოსამართლეები არ არიან, - ამის შესახებ Strana.ua იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლო რეფორმის გამო მოსტისკის რაიონულ სასამართლოში მხოლოდ ორი მოსამართლე დარჩა - იური კიჩაკი და იური ბილოუსი. იური კიჩაკს 5-წლიანი ვადა ამოეწურა, ვინაიდან ის თანამდებობაზე ჯერ კიდევ 2009 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს განკარგულებით დაინიშნა.

რაც შეეხება იური ბილოუსს, ის ერთადერთი მოქმედი მოსამართლეა, თუმცა შვებულებაშია გასული. ბოლო საქმე ბილოუსმა 25 აგვისტოს განიხილა. სასამართოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუშაობა 18 სექტემბერს უნდა განახლდეს, ვინაიდან იური ბილოუსი შვებულებიდან დაბრუნდება.

მანამდე სასამართლოში აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს 18 სექტემბერს განიხილავდნენ, თუმცა სასამართლოს საქმეებში სააკაშვილის საკითხი არ ფიგურირებს.

მოსამართლის დაბრუნების შემდეგ უნდა დაინიშნოს ახალი თარიღი, რის შემდეგადაც მონაწილე მხარეებს აღნიშნულის შესახებ შეატყობინებენ.

ამის შემდეგ დაინიშნება სხდომის თარიღი და დრო, ხოლო მხარეებმა სასამართლოს უწყებები უნდა მიიღონ. ადმინისტრაციული ოქმის განხილვა შესაძლოა რამდენიმე კვირით გაიწელოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics