15:56 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 03:22:07, 3087 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევში დაღუპული თემურ მახაური საქართველოს ყოფილი შს მინისტრის მოადგილის მეგობარი იყო

კიევში ავტომობილის აფეთქების დროს დაღუპული თემურ მახაური, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მეგობარი იყო, - ამის შესახებ გამოცემა „ცენზორის“ მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი თავის სტატიაში წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თემურ მახაური ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო და ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა. სტატიის ავტორი წერს, რომ მახაური თურქეთში მცხოვრები ჩეჩნური თემის საქმეებში აქტიურად იყო ჩართული და რუსეთის აგენტურის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. სწორედ ამიტომ, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ხელისშემშლელი ფიგურა იყო.

მედია საშუალების ცნობით, რუსულმა სპეცსამსახურებმა მახაური 2012 წელს გაწირეს.

ავტორის თქმით, ოდესის პოლიციის უფროსად გიორგი ლორთქიფანიძის დანიშვნის შემდეგ მახაური უკრაინაში ჩავიდა, რადგან საქართველოში უსაფრთხოდ აღარ იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე ალი ტიმაევი ზედმეტ სახელად "ზონა" დაიღუპა. ინციდენტის შედეგად მძიმედ დაშავდა მახაურის მეუღლე. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციაშია გადაყვანილი. ავტომობილში მახაურის შვილიც იყო, თუმცა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ  ემუქრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics