23:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 08:49:03, 2464 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: პოროშენკო და ივანიშვილი მაშანტაჟებენ

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია,  რომ საქართველო და უკრაინა მასთან მიმართებაში ერთმანეთში შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Vesti.ru იუწყება.

შესაბამისი განცხადება საქართველოს მესამე რეზიდენტმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის არსებობს შეთანხმება. ისინი ჯერ მაშანტაჟებენ და მაშინებენ. ისინი ამბობენ, რომ თუ უკრაინაში ჩავალ, ციხეში ამოვყოფ თავს რამდენიმე ბრალდებით. ბრალდებებით, რომლებსაც რეალურად არავინ აღიარებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გზით პოროშენკო ცდილობს პოლიტიკური ოპონენტის თავიდან მოშორებას.

"პოროშენკომ გადაწყვიტა, რომ მე დამაპატიმრებენ და ივანიშვილს, როგორც მის პირად პატიმარს, გადამცემენ. მე თქვენი არ მეშინია. მე მართალი ვარ", - დასძინა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას არც ერთი ქვეყნის მოქმედი საბუთი არ გააჩნია, მათ შორის  არც მართვის ოწმობა, რომელიც რამდნეიმე წლის წინ საქართველოში დაკარგა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics