2017-09-08 07:43:12, 2752 ნახვა
მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგში სახელმწიფო ერმიტაჟში ხანძარი გაჩნდა
სანქტ-პეტერბურგში სახელმწიფო ერმიტაჟის ზამთრის სასახლეში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ Тass იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძრის კერა შენობის სარდაფში 7 კვადრატულ მეტ ფართობზე გაჩნდა.
როგორც მედია წერს, მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება მალევე შეძლეს. მათ 20 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
Tass-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ,