2017-09-07 05:22:52, 2450 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატთა რაოდენობის სიმცირის გამო, პარლამენტის დღევანდელი სხდომა დაიხურა
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დეპუტატთა რაოდენობის სიმცირის გამო, დახურულად გამოცხადდა.
დღევანდელ სხდომაზე გუშინ განხილული საკითხებისთვის კენჭი უნდა ეყარათ, თუმცა დარბაზში კენჭისყრისთვის საკმარისი დეპუტატთა რაოდენობა არ იყო.
სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
პარლამენტის პლენარული სხდომა 20 სექტემბერს განახლდება.
ავტორი: ,