23:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 12:06:06, 2346 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: კახა კალაძე ის ადამიანია, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

დავით სერგეენკო კახა კალაძესთან ერთად, გლდანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს.

როგორც სერგეენკომ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, კახა კალაძის გამარჯვება ქალაქზე პოზიტიურად აისახება.  

„ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, თქვენთან შეხვედრა. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ის წლები, რაც მე კახა კალაძის გვერდით მუშაობაში გავატარე, მაძლევს რწმენას და მოლოდინს, რომ ის რეალურად, მნიშვნელოვნად პოზიტიურ ხელს დაატყობს ქალაქს - ქალაქს, რომელსაც ყოველთვის აქვს და ექნება გამოწვევები“, - მიმართა სერგეენკომ შეხვედრის მონაწილეებს. 

მისივე შეფასებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატს ღირსეული გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია.

„კახა კალაძე ნამდვილად ის ადამიანია, ვისაც ბრწყინვალე გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია. ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია. ეს ყველაფერი მაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ ერთად ნამდვილად შევძლებთ, თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი გავხადოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვა და მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics