04:56 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 11:48:16, 3680 ნახვა

სამართალი
ევროსაბჭომ საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები კვალიფიციურად სცნო

ევროსაბჭომ საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე წარდგენილი კანდიდატები - ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა  კვალიფიციურად სცნო.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე და მესამე ეტაპიც ისეთივე წარმატებით ჩაივლის, როგორც ეს დღეს მოხდა.

 „საზოგადოებისა და მედიის ცოცხალი ინტერესიდან გამომდინარე, როგორც კომისიის თავმჯდომარეს მაქვს ვალდებულება, გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგიდან, ევროსაბჭოდან მიიღო წერილი, რომელშიც მრჩეველ-ექსპერტთა პანელი გვატყობინებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე ჩვენ მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა - ქალბატონი ლალი ფაფიაშვილის და ბატონი ოთარ სიჭინავა - ცნობილი იქნენ, ისევე როგორ რამდენიმე კვირის წინ ბატონი ლადო ჭანტურია, მისაღებ, კვალიფიციურ კანდიდატებად. ამით შესარჩევი პროცედურის პირველი ეტაპი ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. ახლა დარჩენილია მეორე და მესამე ეტაპი. მეორე ეტაპი გახლავთ კანდიდატების გასაუბრება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომიტეტზე და ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ დეპუტატები ყველა წევრი ქვეყნებიდან კენჭს უყრიან ერთ-ერთ მათგანს, რომელიც საბოლოოდ უნდა იქნეს არჩეული სტრასბურგის მოსამართლედ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე და მესამე ეტაპიც ისეთივე წარმატებით ჩაივლის, როგორც ჩვენ დღეს ეს პირველი ეტაპი დავხურეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics