22:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 04:39:11, 2289 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი EBRD-ს პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა  ჩაკრაბარტის შეხვდა.

შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ბიზნესდავებისათვის სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატების დაფუძნების მიზნით ჩაფიქრებული რეფორმის თაობაზე იმსჯელეს და ასევე  საჭირო ფინანსურ ხელშეწყობაზე, რომელიც ამ რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტრომ კომერციული და საგადასახადო პალატების შესაქმნელად რეფორმის კონცეფცია შეიმუშავა და ამ პროცესში დისკუსიებს მომავალი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ მხარესთან გააგრძელებს.

„რეფორმის მიზანი კომერციული დავების მოგვარების საქმეში მართლმსაჯულების სისწრაფისა და ხარისხის ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას, ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, ასევე, სამოქალაქო მოსამართლეებს განტვირთავს საქმეთა დაგროვილი მოცულობისგან", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული და საგადასახადო პალატები შეიქმნება, სპეციალური წესი შემუშავდება ისეთი მოსამართლეების შესარჩევად, რომლებიც როგორც უცხოელ ინვესტორთა მონაწილეობით დავებს ასევე ქვეყნის შიგნით დაფუძნებული მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის სასამართლო საქმეებს მაღალკვალიფიციურად განიხილავენ, პირველ ეტაპზე გადამზადდებიან ახალდანიშნული მოსამართლეები, მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავს სასამართლოებში.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ რეფორმას, რომ მე პირადად მივაქცევ ყურადღებას ამ პროცესში საქართველოსთვის ნებისმიერი მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხს", - განაცხადა ბატონმა სუმა  ჩაკრაბარტიმ.

რეფორმის დამფინანსებლები ბრიტანეთის მთავრობის „GGF" ფონდი, „EBRD" და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) იქნებიან. მიმდინარეობს მუშაობა სხვა დონორებთანაც. საქართველოს მთავრობას საკონსულტაციო მომსახურებას ამ სფეროში იურიდიული ფირმა Dechert Georgia გაუწევს.

დაგეგმილია, რომ პირველი კომერციული პალატა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და „EBRD"-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics