|
2017-09-06 02:38:15, 2012 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს, - ამის შესახებ რამდენიმე არასამტავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თუ ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდება, შეიძლება მნიშვნელოვნად შეილახოს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია "1 სექტემბერს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით. იგი, ასევე, უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, მმართველ გუნდს ურჩია, დაელოდოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კონსტიტუცია. მიუხედავად ამისა, 5 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუციის არსებული ვარიანტი, შესაბამისად, მასში მხოლოდ სარედაქციო ცვლილებები შევა. 4 სექტემბერს დაახლოებით იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა. მმართველი გუნდის ეს განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის „ქართული ოცნების” ლიდერების ადრინდელ დაპირებასთან, რომ ისინი ვენეციის კომისიის ყველა რჩევას გაითვალისწინებდნენ. მივმართავთ საპარლამენტო უმრავლესობას, აუცილებლად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოწოდებები და დაელოდოს ამ უწყების საბოლოო შეფასების გამოქვეყნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვნად შეილახოს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია. დანაპირების არშესრულება და პარტნიორების შეცდომაში შეყვანა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იქნება აღქმული მათ მიერ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება არ ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიზნებს და ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მრავალპარტიული და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის არსებობისთვის. მინიმალური პოლიტიკური კომპრომისის არარსებობა და მსგავსი ერთპარტიული გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის სტაბილური განვითარების პერსპექტივებს. კონსტიტუცია სახალხო თანხმობის დოკუმენტია და აუცილებელია, მის შინაარსს იზიარებდნენ საზოგადოების ფართო ფენები",- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენე: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ლიბერალური აკადემია - თბილისი
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)