|
2017-09-04 06:35:16, 2313 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო: დიდმა ქართულმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების, მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას
ქ. მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მრავალწლიანი გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები. ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ბელარუსის მხრიდან საქართველოსადმი არსებულ გამორჩეულ დამოკიდებულებას დამეგობრობას. "თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი პატივისცემა ქართველი ერის მიმართ. ჩემი პირადი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ყოველთვის ვოცნებობდი ამ უმშვენიერესი ქალაქის მონახულებას. საბედნიეროდ ჩემი ოცნება ახდა და ძალიან კმაყოფილივარ მიღებული შთაბეჭდილებით. ის ნადვილად შეესაბამება საქართველოს შესახებ მოსმენილსა და ნამღერს. ქართველები ჩვენი მოძმე ერია, ჯერ კიდევ საბჭოთა დრომდე პერიოდში და უშუალოდ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც. ბევრი თქვენითანამემამულე და ჩვენი ძმა დაიღუპა დიდი სამამულო ომის პერიოდში ბელორუსიაში ბრძოლის და ბელორუსიის განთავისუფლებისდროს. ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. რომელი ხსოვნის მემორიალიც არ უნდა მოინახულოთ, თქვენ მასზე აუცილებლად ნახავთ ქართულგვარს და ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ამ ხსოვნას, ვუფრთხილდებით აღნიშნულ მონუმენტებს და ვუვლით მათ. ჩვენ მოწიწებითვეპყრობით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ხოლო მიუხედავად დისტანციისა ჩვენს ერებს ისტორიის არაერთი საერთო ფურცელიდაუწერია. ჩვენთვის ცნობილია, რომ დიდმა ქართველმა ერმა და მისმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების და მათ შორის ჩვენი კულტურისგანვითარებას. ჩვენ ასევე კარგად ვიცით თუ საიდან იღებს სათავეს კაცობრიობა პლანეტის ამ ნაწილში და სწორედ ამიტომ ამყველაფერს ჩვენ სათანადო პატივს მივაგებთ"- განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ საქართველოს ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას. მისი განცხადებით, ორი ქვეყნის ისტორიული კავშირები მხარეებს უბიძგებს შეინარჩუნონ და განავითარონ მჭიდრო ურთიერთობები.როგორც ბელარუსის პრეზიდენტის, ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერის მხრიდან აღინიშნა, რომ ორმხრივმა თანამშრომლობამბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლამ. ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში - ბორჯომის ხანძრისსალიკვიდაციო სამუშაოების დროს პირადად მისი მხარდაჭერისა და ბელარუსი მაშველების თავდაუზოგავი საქმიანობისთვის.როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა ბელორუსის მიერ გაწეული დახმარება იყო სამაგალითო, რასაც ქართველი ერი არ დაუვიწყებსბელარუს მეგობრებს. პრეზიდენტმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და ბელარუსს შორის როგორც ორმხრივ, ასევემრავალმხრივ ფორმატებში არსებული პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობები. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბელარუსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისმხარდაჭერისათვის. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი მიესალმნენ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობის ინტენსიფიკაციას და სავაჭრო ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორიქვეყნის ეკონომიკას აქვს დიდი პოტენციალი ურთიერთსასარგებლო როლი ითამაშონ ქვეყნების განვითარებაში. "თქვენ ჩვენ ძალიან გვჭირდებით, ისევე როგორც თქვენ გჭირდებით ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთს არუწევენ კონკურენციას, არამედ ავსებენ ერთმანეთს. საქართველო აწარმოებს ბელარუსისთვის საჭირო პროდუქციას, ხოლო ბელარუსითქვენთვის საჭირო პროდუქციას"- აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველო და ბელარუსისსამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის აქტიურ მუშაობას. განსაკუთრებით ხაზი გაესვა დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის ბელარუსის გამოცდილების გაზიარებასსოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების, მანქანათმშენებლობის და სხვა მიმართულებით. დადებითად შეფასდა საქართველოშიპირველი ერთობლივი ქართულ-ბელარუსული საწარმოს დაფუძნება და ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა სრული მზაობამომავალშიც ხელი შეუწყოს ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობას. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებული ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები.ამის დასტურად ბელარუსის პრეზიდენტმა ქ. მინსკში უკვე ტრადიციად დამკვიდრებული თბილისობის დღესასწაული მოიყვანა,რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მ.წ. 2 სექტემბერს ღონისძიებას 50 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია. საქართველოს ვიცე-პრემიერი თავის მხრივ მიესალმა 2018 წელს თბილისში ბელარუსის კულტურის დღეების გამართვას. მიხეილ ჯანელიძემ ასევეკმაყოფილებით აღნიშნა ბელორუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები მომავალშიც ხელს შეუწყობენ სხვადასხვამიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)