|
2017-09-04 02:13:36, 2223 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მომავალი ათი წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება უნდა გავაორმაგოთ
„ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომავალი ათი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა. მისივე თქმით, შედეგად მაღალი პროფესიონალები დაბრუნდებიან თავიანთ რაიონებში, რეგიონებში და იმუშავებენ ქვეყნის და მათი საკუთარი კუთხის სასიკეთოდ. „ამისთვის, მეგობრებო, საჭიროა ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი კიდევ ერთხელ გაერთიანება იმისათვის, რომ ერთიანობით, ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით დავძლიოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს წინაშე დგას და რა თქმა უნდა, სტაბილურობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო და ის დაბალანსებული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ ის ჩვენი სტრატეგიული ხაზი, რაც ევროპის ნამდვილ წევრად გახდომას გულისხმობს. ამისათვის კი ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი ხელისუფლებები, იმისათვის, რომ მათ თავიანთი ხალხის განვითარების პულსზე ედოთ ხელი, იმისათვის, რომ მათ მიიღონ ყველაზე სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა ჩვენ უსწრაფესად მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ ოჯახს დაეტყოს კეთილდღეობის ცვლილება“,-აღნიშნა პრემიერმა.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)