|
2017-09-01 05:21:41, 2066 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაცია უპილოტო საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1 სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოქმედდება „უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები." საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებისა და ოპერატორებისთვის წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ განმარტავს.სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაცია ადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ნორმებს და მისი მიზანია ფრენის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საჰაერო სივრცეში. წესის რეგულირების ქვეშ ექცევა სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული უპილოტო საჰაერო ხომალდები. რეგულირების ქვეშ არ ექცევა უპილოტო საფრენი აპარატები რომელთა მასა ნაკლებია 250 გრამზე, სათამაშო უპილოტი საჰაერო ხომალდები (საფრენი აპარატი, რომელიც შექმნილია ან განკუთვნილია ბავშვებისთვის სათამაშოდ, მისი ფრენის მაქსიმალური სიმაღლე არ აღემატება 30 მეტრს მიწის ზედაპირიდან, ხოლო პოტენციური ენერგია 79 ჯოულს) და უპილოტი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია შენობაში (დახურულ სივრცეში). წესი ითვალისწინებს დრონების საფეხურეობრივ - ღია, სპეციფიკურ და სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ კატეგორიებად კლასიფიცირებას, რაც მათ მფლობელებზე ვალდებულებების და პასუხისმგებლობის პროპორციულად გავრცელების წინაპირობას ქმნის. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია „ღია კატეგორიაში“ არ საჭიროებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობას. შესაბამისად, სააგენტოს თანხმობა არ არის საჭირო, თუ იქნება დაცული „ღის კატეგორიის" შემდეგ პირობები: იმ შემთხვევაში, თუ უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელების/ოპერატორების მიერ განსახორციელებელი საქმიანობა, სამუშაოების ტიპი, სერვისები და ა.შ. მოითხოვს „ღია კატეგორიისთვის“ დადგენილი ექსპლუატაციის ნორმებისგან განსხვავებულ პირობებს, მათი ოპერირება ექცევა სპეციფიკური კატეგორიის ქვეშ. დაუშვებელია დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია სპეციფიკურ კატეგორიაში სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. პირველადი თანხმობა ექსპლუატაციაზე გაიცემა 1 წლამდე ვადით, ხოლო ყოველი მომდევნო თანხმობა გაიცემა 2 წლამდე ვადით. საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს, ექვემდებარება რეგისტრაციას. რეგისტრაციის მოწმობა ვარგისია უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის მანძილზე და არის უვადო. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის დადასტურება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. მონაცემთა ბაზაში შეტანილ უპილოტო საჰაერო ხომალდს ენიჭება ამოსაცნობი 5 ციფრიანი ნიშანი. 150 კგ. და მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია ხორციელდება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანების შესაბამისად. თუ უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა შეადგენს ან აღემატება 150 კგ-ს, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ხდება მოქმედი უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ფლობა (სერტიფიცირებული კატეგორია). უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში შევა 2017 წლის 1 ნოემბრიდან. უპილოტო საჰაერო ხომალდების სერტიფიცირებული კატეგორიის საექსპლუატაციო მოთხოვნები ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)