|
2017-08-29 10:58:32, 2416 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომელიც საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომელიც საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ, საუბნო კომისიის წევრთა კონკურსის შესახებ მედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია, კონკრეტულად, კონკურსანტის ვიდეოკადრები და სატელეფონო საუბრების ვიდეოჩანაწერები არ წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს და შესაბამის მტკიცებულებებს; "თუმცა, უსაფუძვლოდ გამოყენებულია სწორედ ამ პროცესის დისკრედიტაციისთვის და ამავდროულად, შეიცავს ადამიანების პერსონალური ინფორმაციის უკანონო გადაღება/გამჟღავნების ნიშნებს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია და ფაქტები საარჩევნო კანონის მოთხოვნების დარღვევის კატეგორიაში საერთოდ არ ხვდება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ წინასწარ, კამპანიური ხასიათის სიუჟეტების გავრცელება, მსგავს დაუზუსტებელ, გაურკვეველი წარმომავლობის სატელეფონო ჩანაწერებზე დაყრდნობით, რეალურ საფუძველს მოკლებულია და მიზნად ისახავს ჩართული მხარეებისა და საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენას",-აღნიშნულია განცხადებაში. ცესკო საზოგადოებისა და ჩართული მხარეებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა. "ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ იყო საჯარო და ნებისმიერ პირს (რომელიც კანონმდებლობით გაწერილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს) შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და შეიტანოს განცხადება 30 აგვისტოს ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საჯარო დაწესებულებაა და საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცესები არის ღია უფლებამოსილი პირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების საქმიანობისა და ოლქში მიმდინარე პროცესების დაკვირვება შეუძლიათ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, აკრედიტებულ დამკვირვებლებს და მედიას. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, კრიტერიუმები გაწერილია საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის დასრულების შემდეგ, ხოლო არჩევის პროცესში საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც დამოუკიდებელი კოლეგიალური ორგანო, სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედებს და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით პროცესის გამჭვირვალობას. თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენებს ყველა შესაძლო ფორმას საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესის ღიაობის, კანონშესაბამისობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ, რომ არჩევნები არის კომპლექსური, მრავალმხრივად მნიშვნელოვანი პროცესი პირველ რიგში მოქალაქეებისთვის და ვთხოვთ, რომ მიზანმიმართულად, დაუზუსტებელი საბაბით არ შექმნან პრობლემა და არ დააზიანონ საარჩევნო გარემო. ასევე, მოვუწოდებთ თითოეულ საარჩევნო მოხელეს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავიანთი ქმედებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა, პატივი სცენ პირადი და პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობას, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციების ფუნქცია-მოვალეობების სწორად წარმართვას და საქართველოს მოქალაქეების კანონიერ უფლებას - თავისუფლად და შეუზღუდავად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ყველა ჩართულ მხარესთან და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობის განხორციელებაში",-ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. (NS)
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)