|
2017-08-29 08:06:39, 2674 ნახვა
სამართალი
5 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან - ომბუდსმენი საგამოძიებო ორგანოებს დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდებს
2012 წელს სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, 5 წელი გავიდა. მიმდინარე წლის 27 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ დუისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ქისტების ოჯახების წევრებს შეხვდა. ასევე მოინახულა ლაფანყურში დაღუპული სპეცრაზმელის არჩილ ჩოხელის დედა. „გარდაცვლილთა ახლობლები კვლავ გამოძიების მოლოდინში არიან. ამ დრომდე არცერთი ოჯახი არ არის დაზარალებულად ცნობილი, შესაბამისად ახლობლები ვერ ახერხებენ საქმის მასალების გაცნობას. მათთვის უცნობია როგორც ექსპერტიზის დასკვნა, ისე ექსჰუმაციის შედეგები. საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და დაზარალებულ პირთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით, ჯერ კიდევ 2013 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა შექმნა საზოგადოებრივი საბჭო, ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტების შესწავლისა და დოკუმენტირების მიზნით. 2014 წელს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიშის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს, შექმნილიყო საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევდა სოფელ ლაფანყურთან მომხდარ ფაქტს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი განაცხადა. ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები, ძალოვანი სტრუქტურების მიერ შესაძლო დანაშაულები და გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზები დეტალურად იქნა განხილული საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც“,-ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ. „ ასევე, სახალხო დამცველი კვლავ გამოხატავს უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ მისი შეთავაზება – შექმნილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, უსაფუძვლოდ და არაგონივრულად, არ იქნა გათვალისწინებული. მსგავსი დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს სტრუქტურების გულგრილი დამოკიდებულება პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მცირე კოეფიციენტსა და საზოგადოების მიმართ სახელმწიფო აპარატის ანგარიშვალდებულების დაბალ დონეზე, რაც ერთობლიობაში აზიანებს და სრულიად გამორიცხავს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“,-ნათქვამია განცხადებაში.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)