20:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 14:34:24, 2572 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკს რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

„რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ახორციელებს არაერთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას უჭერს მხარს. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკი გამოირჩევა როგორც საქართველოს მხარდამჭერი,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან სამთავრობო რეფორმების მხარდამჭერი ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისათვის, ასევე ყველა იმ უწყებას, ვინც აღნიშნულ რეფორმაში იღებს მონაწილეობას, აღნიშნული რეფორმები თავისთავად მიმართულია იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, უფრო გაძლიერდეს და კონკურენტუნარიანი გადხეს კერძო სექტორი და შესაბამისად მოხდეს ჩვენ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) 44.6 მლნ. ევროს მოცულობის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამული  ღონისძიებისთვის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. აღნიშნული პროგრამა მიმართულია უფრო მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად კერძო სექტორის პროდუქტიულობის ამაღლების ხელშემწყობი პოლიტიკის, გრძელვადიანი დანაზოგების და ინვესტიციების სტიმულირების, ფინანსური და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნის საშუალებით, რაც შესაძლებელს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესის და ახალი ფირმების განვითარებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics