2017-08-16 13:16:52, 2625 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება
საპარლამენტო უმცირესობამ „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინა.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებმა ადამიანებს რწმენა უნდა დაუბრუნოს.
„ეს უნდა იყოს ბრძოლა თავისუფლებისათვის, არჩევნები ჩაივლის მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე,“-აღნიშნა ინაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან